31/10/2022
11:10
მსოფლიო
„სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები,“ - იუწყება საინფორმაციო სააგენტო AFP.
სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მოჰამუდმა 300 დაშავებული ადამიანის დასახმარებლად საერთაშოროსო საზოგადოებას მიმართა. პრეზიდენტი თავდასხმაში შეიარაღებულ დაჯგუფება „ალ-შაბაბს“ ადანაშაულებს, რომლის სამიზნე განათლების სამინისტრო იყო.
პრო-ჯიჰადისტური Somali Memo ვებგვერდის ინფორმაციით, „ალ-შაბაბის“ დაჯგუფებამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო.
„ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება „ალ-შაბაბი“ სომალის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებს აკონტროლებს. ის სომალის ფედერალურ მთავრობასთან 15-წლიან კონფლიქტშია ჩართული. სომალის პრეზიდენტმა, რომელიც უფლებამოსილებას ხუთი თვეა, ასრულებს, „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ „ტოტალური ომი“ გამოაცხადა. აშშ-მა, თურქეთმა, ყატარმა და გერმანიამ თავდასხმა დაგმეს.
ხუთი წლის წინ, იმავე გზაჯვარედინზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
0
0