სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელებს და ვლოცულობ მათი უსაფრთხოებისთვის - ბილ კლინტონი
A-
+A
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ბაიდენს, ჩვენს მოკავშირეებს, მთელი მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს და ვგმობ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე.
პუტინმა ომის წამოწყება აირჩია და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩაშალა; მძიმე საფრთხე შეუქმნა მილიონობით უდანაშაულო მშვიდობიან ადამიანს და ეს ასევე მასობრივ იძულებით გადაადგილებას გამოიწვევს უკრაინასა და მის საზღვრებს გარეთ. როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიო მხოლოდდამხოლოდ რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლის თავხედური დარღვევისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელებს და ვლოცულობ მათი უსაფრთხოებისთვის.“ - წერს ბილ კლინტონი
0
0
525
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%