26/05/2025
18:14

ოკუპირებული აფხაზეთი, რუსეთის საავიაციო ხელისუფლებასთან, განიხილავს სოხუმში ფრენების დაწყებას სანქტ-პეტერბურგიდან, ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებიდან და ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქიდან - განუცხადა "რია ნოვოსტი“-ს ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ.
"განიხილება არაერთი სხვა ქალაქი - სანკტ-პეტერბურგი, ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქი და სხვა მრავალი, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი, მინერალური წყლები და გროზნო“, - განაცხადა მიქვაბიამ.
მისი თქმით, ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, "აფხაზეთის ხელისუფლება", როგორც წესი, სეზონის ბოლოსთვის სოხუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას ელის.
სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არ ფუნქციონირებდა. რუსეთის მონაწილეობით, მისი რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო, ხოლო აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 1 მაისს აღდგა.
0
0