24/08/2023
18:38
პოლიტიკა
ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით ბათუმში, მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მათივე ცნობით, რეგიონული კამპანია დაიწყო ბათუმიდან, ამ კამპანიის ფარგლებში მესამე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პირადად შეხვდება და მათ გზავნილებს „ვივამედში“ მიიტანს.
„ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით, ჩამოვედი რომ შევხდე ბათუმის მოქალაქეებს, მოვისმინო მათი პოზიცია თუ როგორ ხედავენ, რა პრობლემები აქვთ, როგორ ამ რთული გზის დასაწყისს, რადგან ძალიან მძიმე პროცესებში შევდივართ, ძალიან რთული პროცესები იწყება, რადგან ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უნდა დავიცვათ გარუსებისგან ჩვენი ქვეყანა. მე მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
0
0