17/02/2022
18:18
რეგიონები
პროექტებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომელიც წინასწარ შედგენილი გრაფიკით 21 თებერვლიდან დაიწყება. სოფლის კრებები მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა. იხილეთ დოკუმენტი - https://drive.google.com/file/d/1XtfY_0pM3odQVYnIOtsH1GqLttzWMz6Z/view?usp=sharing
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომებისა და ამომრჩევლებთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ბმულზე - https://docs.google.com/spreadsheets/d/1hPhGwPWU49shEl_keVJrzHZ9omBWNkHz/edit?usp=sharing&ouid=105992776191264781280&rtpof=true&sd=true
2022 წელს პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 1 596 000 ლარი.
პროგრამა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
0
0