
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსმა გიორგი ღამბაშიძემ, ჩინეთის ქალაქ ნანჯინში გამართულ ნიადაგმცოდნეთა 23-ე მსოფლიო კონგრესზე (World Congress of Soil Science), სამეცნიერო მოხსენება წარადგინა.
კონგრესი, რომელსაც ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოება (IUSS) და ჩინეთის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოება (SSSC) მასპინძლობდა, მსოფლიოში ნიადაგმცოდნეობის დარგის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმია. იგი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მეცნიერებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური ნიადაგმცოდნეთა მსოფლიო კონგრესზე უკვე მესამედ არის წარმოდგენილი, რაც ცენტრში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო აღიარებას ადასტურებს.
კონგრესზე გიორგი ღამბაშიძემ წარადგინა ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც ნიადაგის ნაყოფიერების, მდგრადი მიწათსარგებლობისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
2026 წლის ნიადაგმცოდნეთა მსოფლიო კონგრესის მთავარი თემა იყო „ნიადაგი და კაცობრიობის საერთო მომავალი“, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიადაგის რესურსების დაცვას, მდგრად სოფლის მეურნეობას, კლიმატის ცვლილებასა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს.
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026