
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს გამოეთიშა – ქართველი მერვედფინალში სამხრეთ კორეელ ლისთან დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულა.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი – მძიმეწონოსანი, გურამ თუშიშვილი მეორე შეხვედრას გერმანელ კონესთან რამდენიმე წუთში ჩაატარებს.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025