
სოფი ლორენის ვაჟმა, კარლო პონტიმ დედის იუბილეზე, მარიამ შარმანაშვილს ცოლობა სთხოვა
ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, სადაც მარიამი ფოტოს აქვეყნებს.
„და მე ვთქვი დიახ“ – აღნიშნავს მარიამი.

ლეგენდარულ იტალიელი მსახიობის ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი, უკვე სამი წელია ქართველ გოგონაზე, მარიამ შარმანაშვილზეა შეყვარებული.
მარიამს სოციალურ ქსელში უდევს ვიდეო, სადაც კარლოსთან ერთად არის გადაღებული. ვიდეოს თავად სოფი ლორენის ვაჟიც აკომენტარებს: „ჩემი სინათლე და ჩემი ცხოვრება“, - წერს კარლო პონტი უმცროსი.
ვინ არის სოფი ლორენის ქართველი სარძლო – როდის და სად გაიცნო ცნობილმა იტალიელმა ქართველი მარიამ შარმანაშვილი
ისტორია ასე დაიწყო: 2021 წლის 14 მარტს მარიამის Instagram-ზე ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
მედიის ცნობით, კარლო პონტი უმცროსს და მარიამ შარმანაშვილს უკვე დიდი ხანია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ.

როგორც ირკვევა იტალიელმა დირიჟორმა დაბადების დღე, 29 დეკემბერს საქართველოში აღნიშნა.
ამასთან, შობას საყვარელ ქალთან ერთად ნიაზ დიასამიძის კონცერტს “ლისი ივენთ ჰოლში”
ესწრებოდა.
სოფი ლორენის შვილი ახალ წელს თბილისში, დიღმის მასივში შეხვდა. როგორც “კურიერი პიესმა” გაარკვია, ცნობილ იტალიელს ქართველი მარიამ შარმანაშვილი ერთი ნახვით შეუყვარდა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025