
ქალების მიერ შექმნილი ადგილი ქალებისთვის: ეს არის უმოჯა, სოფელი ჩრდილოეთ კენიის, სამბურუს რაიონში. ის ძალიან ჰგავს სხვა ტომების დასახლებებს მიმდებარე მდელოებითა და ქოხებით, მაგრამ მას ერთი რამ განასხვავებს - იქ კაცები არ ცხოვრობენ.
უმოჯა სუაჰილიზე ნიშნავს ერთიანობას და ცხადია, რომ ეს კონცეფცია ამ საზოგადოების მამოძრავებელია. იგი 1990 წელს დაარსდა, როგორც თავშესაფარი სამბურუ ქალებისთვის, რომლებიც გენდერულ ძალადობას გაურბიან, უმოჯა ყველა ასაკის ქალის სახლია. მამაკაცებს ეკრძალებათ შესვლა, რათა შეიქმნას უსაფრთხო სივრცე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ძალადობას გადარჩენილი, ოჯახებისგან განდევნილი გოგონებისა და ქალებისთვის და მათთვის, ვინც ადრეულ ასაკში ქორწინებას ან ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას (FGM) გაურბოდა.
განელმა ფოტოგრაფმა პოლ ნინსონმა პირველად გაიგო უმოჯას ქალების შესახებ და გადაწყვიტა, კენიაში, ამ სოფლის გადასაღებად გამგზავრებულიყო.
უმოჯას პირველი რამდენიმე წევრი რიფტის ველზე მიმოფანტული სამბურუს გარე სოფლებიდან იყვნენ. ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა, მაგრამ უდიდეს სოფელს დაახლოებით 50 ქალის და მათი შვილების ოჯახი ჰყავს და აგრძელებს მოსახლეობის განათლებას ქალთა უფლებებისა და გენდერული ძალადობის შესახებ. ყველა ქალის მამრობითი სქესის შვილები სოფელში 18 წლამდე რჩებიან.
მისი თქმით, შესვლა ძალიან რთული იყო და ქალები მას მხოლოდ მას შემდეგ მიესალმნენ, რაც მისი ვიზიტის მიზანი აუხსნა და დასძინა, რომ ისინი "ძალიან, ძალიან ბედნიერები იყვნენ", როდესაც მან მათ გადაღებული ფოტოები დაათვალიერებინა.
იქ მცხოვრებთა ცხოვრების წესი მოკრძალებულია, ქალები სოფლის ბავშვებისთვის საკვებისა და საგანმანათლებლო რესურსების მოსაპოვებლად მუშაობენ. უმოჯადან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით არის ბანაკი, სადაც ბევრი ტურისტი ჩადის, რათა განთქმული ველური ბუნება შეისწავლონ. ტურისტებს, რომლებსაც უმოჯას მონახულება სურთ, მცირე საფასურს იხდიან, ასევე, შეუძლიათ, სამბურუ ქალების მიერ დამზადებული სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები შეიძინონ.
წყარო: ipress.ge
0
0