
სოფელ ხორეთში ახალი ხიდი აშენდება, – ამის შესახებ განცხადება გააკეთა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.
მისი თქმით, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავაშირებელ გზის მონაკვეთზე დროებითი ხიდი მოეწყობა.
„სოფელ ხორეთში ხიდი აუცილებლად აშენდება, თუმცა ამას ბუნებრივია სჭირდება დრო. წყლის დონემ დაიწია და ახლა მიმდინარეობს პროცესი ალტერნატიული დროებითი სამანქანე და საფეხმალო გზის მოსაწყობად. მასალები შეძენილია. ჩვენი რეგიონის თითოეულ მოსახლეს მინდა, ვუთხრა, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე. რაც შეეხება ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს, უკვე დაწყებულია დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს დღეებში გადაადგილება იქნება შესაძლებელი უსაფრთხოდ და თავისუფლად. მანამდე კი შეგვიძლია ვისარგებლოთ შემოლითი გზით“, – განაცხდა გიორგი ურუშაძემ.
0
0