
უკრაინის სოფელ გროზაში რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად, ყველა ოჯახი დაზარალდა. ოკუპანტების თავდასხმას, ბოლო ინფორმაციით, 51 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ სოფლის ყველა ოჯახს ჰყავს გარდაცვლილი ან დაშავებული. თავდაცვის უწყება ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, ამ ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტი "რია" იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა 20 საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელეს უკრაინულ სამიზნეებზე კუპიანსკის რაიონში. ეს ის ოლქია, სადაც სოფელი გროზა მდებარეობს. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდა დარტყმები და არც სოფელი გროზა უხსენებია.
სარაკეტო თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სოფელში მცხოვრები ადამიანები ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის დაკრძალვას ესწრებოდნენ. მსხვერპლთა შორის არიან დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ქვრივი, მათი ვაჟი, რომელიც ასევე ჯარისკაცი იყო და მისი ცოლი.
0
0