06/02/2025
16:19
პოლიტიკა
„ქალაქის თავზე ზიზღის უზარმაზარი ნისლია დაკიდებული... ადვილი ასახსნელი არ არის ის, რასაც პოლიცია აკეთებს. სავარაუდოდ, როგორც ახალგაზრდებში მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ფონის შექმნა, ისეა სამართალდამცავ ორგანოებშიც“, - ასეთ ვერსიას ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე ავითარებს.
„არ მინდა იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის გზავნილები აქვს ერთ ან მეორე ჯგუფს, მაგრამ ცალსახად შემიძლია იმის თქმა, რომ ორივე ჯგუფს დიდი მონდომებით უქმნიან მტრის ხატს“, - ამბობს ანალიტიკოსი და მიმდინარე მოვლენების განვითარების შესაძლებლობაზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
კითხვაზე - რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ გარკვეულმა ძალებმა ახალგაზრდა აქტივისტებისთვის ფსიქოლოგიური ფონი შექმნეს? არეშიძე პასუხობს:
“ჩემი ოჯახის ზოგიერთი წევრი აქტივისტია. ვიცი, რომ ისინი სპეციალური მეთოდებით არ არიან დამუშავებულები, თუმცა ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ნამდვილად იმყოფებიან. ვიცი, რასაც ვამბობ - მასობრივი მოვლენების დროს ჩნდება განწყობები, რომელსაც სპეციალისტები მასობრივ ფსიქოზს უწოდებენ. სხვათა შორის, მასობრივი ფსიქოზის გავლენის ქვეშ მეც ვყოფილვარ, წლების განმავლობაში - 90-იანი წლებიდან 2010 წლამდე მეც მიმიღია მსგავს აქციებში მონაწილეობა. ეს ერთი კატეგორიაა და უმრავლესობას წარმოადგენს. თუმცა არიან სპეციალურად აღზრდილი, მომზადებული ახალგაზრდები, მაგალითად, ჩემი რამდენიმე ახლობლის შვილებმა სპეციალური სწავლება გაიარეს საგურამოს ბაზაზე. იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც აქციების დასაწყისში პიროტექნიკით მოქმედებდნენ, ერთს ნამდვილად ვიცნობ. პიროტექნიკის სროლა არ არის აქ არსებითად მნიშვნელოვანი, მან იცოდა, შესაბამის ვითარებაში როგორ უნდა ემოქმედა. სოციალური ქსლებიდანაც ჩანს, როგორ იმართება პროცესები ზოგიერთი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფებიდან. ეს ყველაფერი ღიაა. მე ხშირად ვკითხულობ ერთ-ერთი ახლად შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის გვერდს, ვხედავ როგორ აძლევენ ინსტრუქტაჟს ჯგუფის წევრებს და იმასაც კარგავ ვხედავ, რა უკმაყოფილოები არიან შედეგებით. მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ უნდა ვიცოდე, დაახლოებით, სად რამდენი ფული რისთვის იხარჯება. რაც შეეხება პოლიციას, მათი ნაწილიც მასობრივი ფსიქოზის ქვეშ არის, ნაწილი კი ისევეა დამუშავებული, როგორც - აქტივისტი ახალგაზრდები. ამაში გასაკვირი არაფერია. თქვენ მითხარით, რომ არ გახსოვთ, პოლიციას საჯაროდ კამერების წინ ეძალადოს აქციის მონაწილეებზე. მე შეგახსენებთ, მაგალითად 7 ნოემბერს.” აცხადებს არეშიძე.
0
0