06/02/2025
20:54
კონფლიქტები
მოსკოვი და სოხუმი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამომავლო საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსენსუსზე მიდიან. პირველადი პროექტი მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმაე.წ. აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწესთან ბადრა გუნბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორფმაციას რუსდული მედია ავრცელებს
ნოვაკის თქმით, დოკუმენტი გადაიხედება კომპრომისის მიღწევის მიზნით, რომელიც ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის - რუსული და "აფხაზური ბიზნესის", ასევე აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებს.
"ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს", - აღნიშნა ნოვაკმა და დასძინა, რომ საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია, შეიქმნას ხელსაყრელი პირობები რუსი ინვესტორების გამოცდილებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, რაზეც დაფუძნებული იქნება შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობა.
გუნბამ, თავის მხრივ, დაადასტურა აფხაზეთის ვალდებულება რუსული ინვესტიციების მოზიდვაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია "აფხაზეთის მოქალაქეების", ბიზნესისა და ინვესტორების ინტერესების ბალანსის შენარჩუნება.
2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, რა დროსაც დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. პროტესტი გამოწვეული იყო ე.წ. პარლამენტის გეგმებით, რომელიც განიხილავდა რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს. ოპოზიცია თვლიდა, რომ ეს შეთანხმება არ შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.
0
0