
რუსეთის ფედერაციაში, სოჭის ადლერის რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დიზელის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
Shot Telegram-ის არხის ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა ავზს, რომელშიც 1200 ტონა საწვავი იყო. ხანძრის საერთო ფართობი დაახლოებით, 100 კვადრატული მეტრია.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის იერიშმა გამოიწვია. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით დილის 5 საათზე აფეთქების ხმა გაისმა.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური - პოლიცია, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარება, გაზის სამსახურის თანამშრომლები. ხანძართან საბრძოლველად გამოიყენება სპეციალური ქაფი.
თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიის გუბერნატორმა ბენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 7:42 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
აღსანიშნავია, რომ ცეცხლისა და კვამლის სვეტი ხანძრის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში ჩანდა.
0
0