სლოვენიის დედაქალაქში ანომალიური წვიმა მოვიდა
A-
+A

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც, საავტომობილო გზები, საავადმყოფოები და 500-მდე შენობა დაიტბორა; წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია. ასევე, ლუბლიანას დრამატული თეატრის შენობაში სპექტაკლის მიმდინაროებისას წყალი შეიჭრა, რის გამოც მაყურებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.
მაშველებმა სხვადასხვა ადგილიდან 2700 შეტყობინება მიიღეს.
"დატბორილია მთლიანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა", - განაცხადა სლოვენიის დედაქალაქის მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, იოზე გოლობიჩმა.
წინა ღამით კი, ალპურ ზონაში მდებარე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოულოდნელი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც ანომალიური წვიმა მოჰყვა. ქარიშხლის შედეგად არავინ დაშავებულა. სლოვენიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ასეთი სტიქიური წვიმა "ორ საუკუნეში ერთხელ არის მოსალოდნელი".
0
0
198346
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%