-share.jpg)
„სლოვაკეთის გაზის სახელმწიფო იმპორტიორმა SPP-მა (Slovensky Plynarensky Priemysl) რუსული ბუნებრივი აირის საფასური ევროში გადაიხადა; თანხის რუბლებში გადაქცევა კომპანიის კონტროლს არ ექვემდებარება,“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ პროკიპსაკმა სლოვაკეთის საზოგადოებრივი ტელევიზია RTVS-თან ინტერვიუში.
„გაზპრომის“ მიერ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საფასურის ევროში გადახდაა. მიმდინარეობს თანხის რუბლებში კონვერტაცია და ამის შემდეგ „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მოწოდებას გააგრძელებს,“ - დასძინა პროკიპსაკმა.
მიმდინარე კვირაში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ მათ შეუძლიათ, გააგრძელონ რუსული გაზის ყიდვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გარეშე.
0
0