16/02/2026
18:59

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარის განცხადებით, სლოვაკეთი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთის კანდიდატურებს საერთაშორისო ორგანიზაციებში.
როგორც იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სლოვაკეთმა გახსნა საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთო-ში
„ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთო-ში. საქართველოს შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და ამიტომ მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას. სიაში ასევე არის შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც. საქართველოს კანდიდატურა კომპრომისული ვარიანტია, რომელიც სასარგებლო იქნება, კომპრომისული ვარიანტი იქნება“, – განაცხადა განაცხადა იურაი ბლანარმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
1
0
საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება
16/02/2026