
როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, სლოვაკეთში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.
„ამ ინიციატივით რეფერენდუმის გამოცხადება შეუძლებელია. ჩემთვის შემოთავაზებული პეტიციის შესწავლისას მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის არ აკმაყოფილებს აუცილებელ მოთხოვნებს. კერძოდ, პეტიციის ტექსტი ბუნდოვანია და ცალსახად ვერ განიმარტება. გაურკვეველია, ვსაუბრობთ თუ არა მომავალზე, ანუ ახალი შესაძლო სანქციების უგულებელყოფის ინსტრუქციაზე, თუ ეს უნდა ეხებოდეს არსებულ სანქციებს, რომელთა დაწესებასაც სლოვაკეთმა უკვე 17-ჯერ მისცა ხმა?“, - განაცხადა პელეგრინიმ.
ამავდროულად, პელეგრინიმ აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს არ მისცეს ხმა იმას, რაც, მისი აზრით, სლოვაკეთს აზიანებს.
„პრემიერ-მინისტრის პოზიციას მისი ოფისი შემდეგნაირად აღწერს: სანქციების მიღების პროცესში სლოვაკეთი ყურადღებით აფასებს მათ პოტენციურ გავლენას ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და მესამე ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზე და არ დათანხმდება ისეთ ზომებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სლოვაკეთის რესპუბლიკის ინტერესებს, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს“, - განაცხადა პელეგრინიმ.
0
0