
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ბუდაპეშტში უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეთანხმება ორბანის ლეგიტიმურ ბრძოლას ევროკავშირის ბიუჯეტში ცვლილებების წინააღმდეგ უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის მიზნით.
რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ ეს თანხები გამოიყოფა, უკრაინაში "ორ-სამ წელიწადში არაფერი შეიცვლება".
"წინ არავინ წავა. რუსები გააგრძელებენ სამხედრო კონტროლს დონეცკსა და ლუგანსკზე. რა თქმა უნდა, ისინი არ დატოვებენ ყირიმს, მაგრამ რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებებში გაუმჯობესდება", - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
"უნდა ვიპოვოთ ამ პრობლემის გადაჭრის სხვა მეთოდი, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ 50 მილიარდის ინვესტიციას ჩავდებთ, იარაღის ასობით ერთეულს გავუგზავნით [უკრაინას] და რაღაცას გადავჭრით, მაშინ ვერაფერს მოვაგვარებთ, იქ მყოფი კიდევ 200 ათასი ადამიანის სიკვდილის გარანტიას ვიძლევით", - განაცხადა რობერტ ფიცომ.
0
0