
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კოპენჰაგენში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს.
ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები დაკავშირებულია გასულ წელს რობერტ ფიცოზე თავდასხმისას მიღებულ დაზიანებებთან.
„პრემიერ-მინისტრი ბოდიშს იხდის თავდასხმასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების გამო დაუსწრებლობისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ოფისის განცხადებაში.
ბოლო თვეებში სლოვაკეთის პრემიერმა ასევე გააუქმა საჯარო გამოსვლები. ამასთან, ონლაინგამოცემა Dennik N წერს, რომ რობერტ ფიცო ესწრებოდა დილით მთავრობის სხდომას.
რობერტ ფიცოზე თავდასხმა 2024 წლის მაისში განხორციელდა. მას მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ ესროლეს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამუშაოს მხოლოდ თავდასხმიდან რამდენიმე თვეში დაუბრუნდა.
ბოლო თვეებში კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრაზე თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე მსჯელობენ.
1
0