„მედიკოსთა ორმა ჯგუფმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობის სამკურნალოდ ხუთსაათიანი ოპერაცია ჩაუტარა. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ძალიან მძიმეა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დარჩება", - განაცხადა რუზველტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორმა მირიამ ლაპუნიკოვამ.
პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, სლოვაკეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭო 16 მაისს სხდომას გამართავს. ინციდენტთან დაკავშირებით ასევე მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება. ოფიციალურმა პირებმა პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეაფასეს, როგორც „ყველაზე ბნელი დღე ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში“.
როგორც ცნობილია, 15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ხუთჯერ ესროლეს. შემდეგ პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვიტანილი დაკავებულია. სლოვაკური მედიის ცნობით, ეჭვიტანილი 71 წლის მამაკაცია, რომელიც სავაჭრო ცენტრის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, ლექსების სამი კრებულის ავტორი და სლოვაკეთის მწერალთა საზოგადოების წევრია.
0
0