27/11/2024
15:54
მსოფლიო
როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, ის მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავზე ჩავა, რადგან მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო.
ფიცომ, რომლის მთავრობაც, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობდა, განაცხადა, რომ 2025 წელს ის მოსკოვში ღონისძიებებს დაესწრება.
„როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბუნებრივია, დიდი სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ოფიციალურ ზეიმში, რომელიც 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში ჩატარდება. ამიტომ, სიამოვნებით მივიღე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. პუტინის ოფიციალური მოწვევა ამ მნიშვნელოვან დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად“, - თქვა ფიცომ.
Reuters-ის ინფორმაციით, გარდა ამისა, სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფიცო ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. მხარეებმა ძირითადად სლოვაკეთის მოსაზღვრე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. ფიცოს შეხედულება, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მგავსია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ოფიციალურ დამოკიდებულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვის იზოლაციაში მოქცევაზეა ფოკუსირებული.
0
0