05/06/2023
17:08
პოლიტიკა
- ურთიერთობები ჩვენს პარლამენტებს შორის აუცილებელია, რათა გამყარდეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარიმ.
როგორც ბორის კოლარიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ამ მშვენიერ და ლამაზ ქვეყანაში. თქვენს მოქალაქეებს აქვთ მისწრაფება გაერთიანდნენ, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. სლოვაკეთი სრულიად ხაზს უსვამს საქართველო სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას იმ საომარი მოქმედებებისას, რაც ხდება უკრაინაში, რაც იწვევს ამდენი ადამიანის ტანჯვას, ეკონომიკური განვითარების ხელშეშლას. ჩვენ გვაქვს ასევე საშუალება, წავიდეთ ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამ დისკუსიების დროს მე აღვნიშნე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს, ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი მმართველობის გამყარებას, დემოკრატიულ საზოგადოებას და აგრეთვე ვაჭრობას, ურთიერთობას, ეკონომიკას, რაც აუცილებელია თქვენი ევროკავშირთან ურთიერთობის და მისწრაფებების განხორციელებაში.
ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მთლიანი გზა უნდა იყოს თვალნათელი პროცესი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ხელი შეუშალოს ამ გზაზე. ჩვენ მოვახერხეთ, მივაღწიეთ და 2004 წელს გავწევრიანდით ევროკავშირში სხვა ქვეყნებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცოტა ჩამოვრჩებოდით, ბოლოს მოვახერხეთ, რომ ერთიან გზაზე გავსულიყავით. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოშიც ეს აუცილებელია, რომ ყველა ერთიანი იყოს თავის მისწრაფებებში, მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება. თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებას ვაყენებთ ზიანს, მათ მომავალ განვითარებას და ხდება დეზინფორმაცია. ყველა პოლიტიკოსმა ერთიანობის ხიდები უნდა ააშენოს. გზავნილი ჩვენი ვიზიტის არის, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0