
უკრაინის მოკავშირეები, ზავის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ევროკავშირის საბჭოში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უკრაინის მოკავშირეები სწავლობენ შესაძლებელობას, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად შემსუბუქდეს, თუ უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევა მოხერხდება.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, მათ იმედი აქვთ, რომ 15-დღიანი ზავის გამოცხადება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამ პერიოდში რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე „საბრძოლო მოქმედებებში უფრო სტრუქტურირებული პაუზა არ იქნება მიღწეული“.
პარალალურად, „სქაი ნიუსის“ წყაროს ცნობით, იტალიის მთავრობა ითხოვს, რომ ევროპა უფრო მეტად იყოს ჩართული უკრაინის გარშემო მიმდინარე დისკუსიებში.
„ისინი სთხოვენ ევროპის ქვეყნებს სამხედრო ხარჯების გაზრდას, ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილეებში უნდა ვმონაწილოებდეთ“, – განაცხადა იტალიელმა დიპლომატმა.
0
0