
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის შემდგომი სანქციები უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, ვაშინგტონი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს.
„მე ამას განვიხილავ. ვნახოთ, სად წავა სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – განაცხადა ბესენტმა სენატის საბანკო კომიტეტის მოსმენაზე.
როგორც ბესენტმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობის მსხვილი კომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ხელი შეუწყო რუსეთის დაბრუნებას მოლაპარაკებების მაგიდასთან.
კითხვაზე, რა როლს ასრულებდა ჯარედ კუშნერი რუსეთთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ბესენტმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის სიძე მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლისა და თანამოსაუბრეს როლს ასრულებს.
0
0
ნინო თანდილაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
06/02/2026