-share.jpg)
15 წლის მოზარდი, რომელსაც საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ინციდენტი ქალაქ ვირი-შატიონში მოხდა, რომელიც პარიზიდან 20 კმ-ში მდებარეობს. ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი - 17 წლის სამი მოზარდი, ასევე 15 წლის გოგო და 20 წლის ახალგაზრდა კაცი.
პოლიციის ინფორმაციით, სამმა მოზარდმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, სახელად შამსედინი, სასტიკად სცემეს და ის გაჩერებული გულით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მომდევნო დღეს ის გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივების შესახებ პოლიცია ინფორმაციას არ ავრცელებს. პროკურორის, გრეგუარ დიულენის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
საფრანგეთში ერთი კვირის განმავლობაში სკოლის მოსწავლეზე თავდასხმა მეორედ მოხდა. 2 აპრილს ქალაქ მონპელიეში 13 წლის გოგოს სასტიკად სცემეს და ის კომაში ჩავარდა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა შეძლეს და ის კომიდან გამოვიდა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
0
0