
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სკოლის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდებს უსურვებს, არ დაეკლოთ მონდომება და ძალისხმევა პირად თუ საზოგადო სარბიელზე, გამოადგნენ ოჯახს, სამშობლოსა და ქვეყანას.
„დღეს სკოლაში დამამთავრებელი კლასისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის დამთავრება თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, დასასრული ბავშვობისა და მოზარდობისა, კარიბჭე და დასაწყისი ახალი, ზრდასრული ცხოვრებისა, ახალი იმედით, სიხარულით და მოლოდინით. ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ იწყებთ არჩევანის გაკეთებას, როგორ გააგრძელოთ ცხოვრება, სად მიიღოთ შემდგომი განათლება, რა ისწავლოთ, სად იშრომოთ, რა პროფესია გსურთ, შეიძინოთ, რომელი ოცნება აიხდინოთ. დღევანდელ ცვალებად სამყაროში კიდევ უამრავი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება, ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ და ეს გზა იწყება დღეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს, მნიშვნელოვან მომენტს. გისურვებთ, რომ დღევანდელი დღის სიხარული, სილაღე თქვენი მთელი ცხოვრების თანმდევი ყოფილიყოს. გისურვებთ, არ დაგეკლოთ მონდომება და ძალისხმევა თქვენ მიერ არჩეულ ასპარეზზე, პირად თუ საზოგადო სარბიელზე, გამოადგეთ ოჯახს, სამშობლოს და ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0