უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის გაყინული აქტივები შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღის შესაძენად და იარაღის ქარხნების ასაშენებლად.
"სკოლები, საავადმყოფოები, გზები, ხიდები, ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი შეიძლება აღდგეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. ფიზიკურად შესაძლებელია ახალი უკრაინის აშენება", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
"დღეს დავოსში ვიგრძენი, რომ გადაწყვეტილება გარდაუვალია. ახლა ამოცანა იქნება ამ გადაწყვეტილების დაჩქარება და მისი მიღება ისე, რომ იგი მოიცავდეს მაქსიმალურ თანხას", - განაცხადა დმიტრო კულებამ.
მინისტრმა დასძინა, რომ დავოსის ფორუმის კულუარებში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა, რაც უდავოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღება გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით.
0
0