
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონაზე თანაკლასელის მხრიდან განხორციელებულ ბულინგისა და შანტაჟის ფაქტზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა მოკვლევა დაიწყო.
"საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.
აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.
როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში," - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ბულინგის შემთხვევა არასრულწლოვნებს შორის სკოლაში მოხდა. საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ.
ამ საზარელ ფაქტს ფსიქოლოგებიც გამოეხმაურნენ. როგორც მაია ცირამუამ დაწერა, ეს წერილი “თვითდაზიანების ინსტრუქციაა”.
0
0