აშშ-ის ჯორჯიას შტატში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 14 წლის ბიჭი დააკავეს. ეჭვმიტანილმა ჯორჯიას შტატის აპალაჩის საშუალო სკოლაში, 4 ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა, ასევე დაშავდა 9 ადამიანი.
ჯორჯიას საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ბაროუს ოლქში მდებარე სკოლაზე თავდასხმას ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა.
„ოფიცრებმა სროლის შესახებ ცნობები 1900-მდე მოსწავლისგან მიიღეს. კოლტ გრეი, ამავე სკოლის მოსწავლე, ორმა ოფიცერმა კამპუსში დააკავა. ბოროტმოქმედი მაშინვე ჩაბარდა პოლიციას. მას, როგორც სრულწლოვანს, ისე გაასამართლებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იყო მკვლელობის მოტივი ან ვინ იყო კოლტ გრეის სამიზნე,“ - თქვა ადგილობრივმა შერიფმა ჯუდ სმიტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს, FBI-მ კოლტ გრეის მიერ სკოლაში სროლისა და ონლაინ მუქარის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. FBI-მ კოლტ გრეი დაკითხა, თუმცა იმ დროისთვის, აგენტებმა ის არ დააკავეს. კოლტ გრეი მსხვერპლს იარაღის ამსახველი ფოტოებით ემქურებოდა. როგორც ბრალდებულის მამამ პოლიციას განუცხადა, ის სახლში სანადირო თოფს ინახავდა, თუმცა კოლტ გრეის მასზე უკონტროლო წვდომა არ ჰქონდა.
0
0