
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ყიფშიძის, კავსაძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, შოვის, რიგის, ირაკლი აბაშიძის, ლევან მიქელაძის, ყვარლის, თენგიზ აბულაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, დარიალის, მოსაშვილის, კავსაძის, ბერძენიშვილის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, წყნეთის,
ლევან მიქელაძის, გაბაშვილის და თენგიზ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის და ილია სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0