
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III, IV, VI, VIII, X კვარტლების, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), თრიალეთის, ჩიხლაძის, კალოუბნის, საცხენისის, შანდორ პეტეფის, აკაკი ვასაძის, შუამთის, იყალთოს, გიორგი მდივანის, აბაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნოე რამიშვილის, ზურაბ ჩაჩუას, ელდარის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს გორის, კუტუზოვის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, ტაშკენტის, ბახტრიონის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ტარიელის, ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის, უსენის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტროსადგური „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, მეტროსადგური „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიის, ჭოპორტის, ბოგვის, ლიახვის, ხევისუბნის, ჟინვალის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ჯავახიშვილის, კეცხოველის, ნანეიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0