
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელ ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზ მეფის გამზირის, სოლოღაშვილის, ჩოხელის, გოგიძის, ნოზაძის, ფერაძის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გიორგიწმინდის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, II, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას დასახლების (ნაწილობრივ), გაზის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კონსტანტინე ლესელიძის, ქერჩის, ინგუშეთის, ომარ ხიზანიშვილის, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, კაჭარავას, ფარსმან II ქველის, ილია ვეკუას, კარლო მებაღიშვილის, ბერთუბნის, დავით ჯაბიძის, ნუგზარ კალანდაძის, მაისურაძის, ხოჭის ტბის, ბატონიშვილის და ზურა მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0