14/04/2022
15:59
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უპასუხა, რომელმაც საფრანგეთის უარი უკრაინაში გენოციდის ცნების აღიარებაზე ძალიან მტკივნეულად მიიჩნია.
„საფრანგეთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად დაეხმარა საკუთარი თავის დასაცავად აღჭურვაში 2010-2014 წლების პერიოდში. სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიტყვა გენოციდს მნიშვნელობა აქვს, რომელიც კვალიფიცირებული უნდა იყოს იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში უარი თქვა უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად მოხსენიებაზე.
კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინ გენოციდს რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა:
დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან.
0
0