
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ამავე ბრალდებულმა დანითვე დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციელს.
დაკავებულია, სავარაუდო დამნაშავე - 39 წლის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს სხვადასხვა სახის ჭრილობა. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0