-share.jpg)
თბილისში, დიღმის მასივში, შუახნის მამაკაცი, ცივი იარაღით საკუთარ კორპუსთან ახლოს დაჭრეს. ძლიერი სისხლდენის გამო ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღის საათებში მოხდა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. სამართალდამცველებმა მოწმეები უკვე გამოკითხეს.
ადგილობრივები მოკლულსაც და სავარაუდო ბრალდებულსაც იცნობდნენ, თუმცა რას მოჰყვა კონფლიქტი და რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. მეზობლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის წინააღმდეგ, შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
"კურიერის" ინფორმაციით, მოკლული ჯონი გოგაშვილია. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგაშვილსა და მისთვის ნაცნობ პირს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
კორპუსიდან გამოსულები კი ერთმანეთს უკვე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა დანა ამოიღო და შუახნის მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.
0
0