
სირიელმა კონტრაქტორმა სახლის ნანგრევების წმენდისას ბიზანტიური სამარხების კომპლექსის ნაშთები აღმოაჩინა.
ნანგრევები, რომლებიც, სავარაუდოდ, 1500 წელზე მეტი ხნისაა, იდლიბის პროვინციაში, მაარათ ალ-ნუმანში იპოვეს, რომელიც ალეპოსა და დამასკოს ქალაქებს შორის მდებარეობს. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, იქ მცხოვრები მოსახლეობა რეკონსტრუქციას ატარებს.
კონტრაქტორის მიერ ქვის ღიობების აღმოჩენის შემდეგ, ადგილობრივები ხელისუფლებას დაუკავშირდნენ. ტერიტორიის შესამოწმებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალიზებული ჯგუფი გაგზავნეს. 6 ქვის სამარხიდან ერთ-ერთის ქვის სვეტის თავზე ჯვრის ნიშანია ამოტვიფრული.
იდლიბის სიძველეთა დირექტორმა, ჰასან ალ ისმაილმა, განაცხადა, რომ „ნაპოვნი ჯვრის, კერამიკისა და მინის ნაჭრების საფუძველზე, ეს სამარხი ბიზანტიური კულტურის ხანით თარიღდება“.
მისი თქმით, იდლიბში „სირიის ძეგლების მესამედი არსებობს, რომელიც უძველეს ქალაქთან ერთად 800 არქეოლოგიურ ადგილს მოიცავს“.
0
0
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025