
ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა, სავარაუდოდ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც „ალავიტების“ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება გადაყენებული პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც.
BBC-ი წერს, რომ სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ათობით სამთავრობო ჯარისკაცსა და ასადის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირს, რომელთა შორის ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში ხუთშაბათიდან შეტაკებები მიმდინარეობს.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025