
ირანის პრეზიდენტი სირიაში ქვეყნის საკონსულოზე განხორციელებულ სასიკვდილო საჰაერო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, რის შედეგადაც, ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი დაიღუპა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს "გულისამრევი და სასტიკი" შეტევა უწოდა. თეირანის ელჩმა დამასკოში, ჰოსეინ აკბარიმ, რომელიც თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა, პირობა დადო, რომ ირანის პასუხი "მკაცრი" იქნება.
აფეთქების შედეგად დაიღუპა „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური „ყუდსის“ ძალების მეთაური მოჰამედ რეზა ზაჰედი, ასევე განადგურდა სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობა. „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, ასევე „ყუდსის“ ძალების მეთაურის მოადგილე, მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი, ხუთ ოფიცერთან ერთად მოკლეს. ისინი „ყუდსის“ ძალების ყველაზე მაღალი რანგის ლიდერები არიან, რომლებიც, 2020 წელს, ერაყში ქასემ სოლეიმანის მკვლელობის (რომელიც აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული) შემდეგ დაიღუპნენ.
0
0