14/07/2025
09:36

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სირიის ქალაქ სვეიდაში ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებსა და ტომობრივ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.
პირველადი მონაცემებით, ქალაქში, სადაც დრუზების სარწმუნოება ერთ-ერთი მთავარი რელიგიური ჯგუფია, დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროs ძალები პირდაპირ ჩაერევა დრუზების შეიარაღებულ ძალებსა და ბედუინ სუნიტურ ტომებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. სვეიდასა და მის შემოგარენში ძალადობრივი ინციდენტი დამასკო-სვეიდას დამაკავშირებელ გზატკეცილზე დრუზი ვაჭრის გატაცების შემდეგ მოხდა.
ეს სირიაში სექტანტური ძალადობის უახლესი ეპიზოდია, სადაც უმცირესობათა ჯგუფებში შიში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისლამისტების მეთაურობით მეამბოხეებმა დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს და საკუთარი მთავრობა და უსაფრთხოების ძალები ჩამოაყალიბეს.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის (SOHR) ცნობით, ბრძოლები ძირითადად სვეიდას აღმოსავლეთით მდებარე მაკვასის უბანში და ქალაქის დასავლეთ და ჩრდილოეთ გარეუბნებში მდებარე სოფლებში მიმდინარეობს.
სირიის თავდაცვის სამინისტრომ ამ ტერიტორიაზე სამხედრო კოლონები განალაგა. დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი, სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებაში აქტიურად მონაწილეობენ.
0
0