15/04/2022
18:31
პოლიტიკა
“იცით რა არის სირცხვილი? ქალბატონმა ლილე ლიპარტელიანმა თქვა , რომ ომში ადანაშაულებთ თქვენს ქვეყანასო, ახლა მე ხელში მიჭირავს ევროპის საბჭოს რეზოლუცია 16/33 რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არის მიღებული წაგიკითხავთ ამ რეზულუციის მე-5 პუნქტს. ამას მოაწერეთ თქვენ ხელი”, - ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა კოტე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
"მოვისმინე ბატონი ონიანის დადანაშაულება, თითქოს რუსულ საქმეს აკეთებს ხელისუფლება. გინდათ განახოთ რა არის სირცხვილი? მე მინდა გაჩვენოთ 25 წლის კაპრალი (გიორგი ლომაძე), რომელიც რუსების მიერ იქნა მოკლული ცხინვალში და აქვე მოგასმენინებთ განცხადებას, რომელიც თქვენმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე გააკეთა, აი, ეს არის სირცხვილი. მიხელ სააკაშვილი: “ჩვენ უჭერთ სოჭის ოლიპიადას მხარს. რუსეთს ყავს პრეზიდენტი, რომლსაც აქვს ძალიან ცივილიზებული სტილიც, მანერაც და დარწმუნებული ვარ შეხედულებებიც და მე ვფიქრობ, რომ ის ხვდება და მე ვცნობ ამ სტილის ცვლილებას. ეს არის სირცხვილი, როცა ახალგაზრდა ბიჭები იხოცებოდნენ ცხინვალში და თქვენი მედია საშუალების მეშვეობით, რომლიც ფაქტიურად ოკუპირებული გქონდათ და მოსახელობა ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებდა, თუ რა ხდებოდა, მსგავსი განცხადებები არის სირცხვილი! კიდევ იცით რა არის სირცხვილი? ქალბატონმა ლილე ლიპარტელიანმა თქვა , რომ ომში ადანაშაულებთ თქვენს ქვეყანასო, ახლა მე ხელში მიჭირავს ევროპის საბჭოს რეზოლუცია 16/33 რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არის მიღებული წაგიკითხავთ ამ რეზულუციის მე-5 პუნქტს. ამას მოაწერეთ თქვენ ხელი - სწორედ ეს არის სირცხვილი", - განაცხადა ზარნაძემ.
0
0