13/04/2024
11:07
სპორტი
ფილადელფია სიქსერსის ლეგენდარულ კალათბურთელ ალენ აივერსონს ძეგლი დაუდგეს. ეს კლუბის ლეგენდების ხეივანში მოხდა, სადაც უკვე იყო განთავსებული ჩარლზ ბარკლის, უილტ ჩემბერლენის, მორის ჩიკსის, ბილი კანინგემის, ჯულიუს ირვინგის, ჰელ გრირის, ბობი ჯონსის, მოზეს მელოუნისა და დოლფ შეისის ძეგლები.
“ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი და მინდოდა, გამოსვლისას სწორი ფრაზები შემერჩია, მომეყოლა, როგორ ვაფასებ თქვენს ყურადღებას. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არ ავღელდებოდი, თუმცა, თავადაც ხედავთ, რაც ხდება”, - განაცხადა აივერსონმა სამადლობელი სიტყვისას, პარალელურად კი ცრემლების შეკავებას ძლივს ახერხებდა.
48 წლის ამერიკელი კალათბურთელი ფილადელფიას ღირსებას 1996-2006 წლებში იცავდა, NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩში კი 11-ჯერ ითამაშა. აივერსონს კარიერის განმავლობაში 24 368 ქულა აქვს ჩაგდებული, აშშ-ს ნაკრებთან ერთად კი, 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.
0
0