
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საპატრიარქოში ერთხმად თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძემ საპატიმრო უნდა დატოვოს.
მისი თქმით, სინოდის წევრები თანახმა არიან, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება მოხდეს.
„რა იქნება საპატრიარქოს პასუხი, ვერ გეტყვით. პირადად რამდენჯერმე ვიყავი საპატიმროში, მოვინახულე, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. სინოდის წევრებსაც ვუთხარი. ყველანი აბსოლუტურად თანახმა იყვნენ. სათითაოდ რომ ჰკითხო, სინოდის ყველა წევრი თანახმაა, რომ მამალაძე გათავისუფლდეს, სინოდმა პრეზიდენტსაც მიმართა, სახელმწიფოსაც ცალკე.
ჩვენ, სინოდის წევრები და ეკლესია, ყველანი თანახმა ვართ, რომ ის გამოვიდეს, შეწყალება მოხდეს, არ ვიცი დანარჩენი, იურიდიულად როგორაა ეს პროცედურა, მაგრამ ჩვენ არაფერი ამის საწინააღმდეგო არ გვაქვს“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
0
0