საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთია მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას საქმე.
"მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ." ნათქვამია სინოდალური კომისიის სხდომის ოქმში.
დღესვე, სასულიერო პირებმა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს "სინანულის საფუძველზე", შუამდგომლობით მიმართეს ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება.
ასევე, გაფრთხილება მიეცა სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის სამრევლოს წევრს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მისამართით "სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო."
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025