16/11/2024
16:01
სოც-ქსელები
სინამდვილეში, „ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა - სირცხვილი, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
„ფსევდოლიბერალი აგენტურის გაგებით ის სტუდენტი რა სტუდენტია, ნაცების მობრუნების აქციაში რომ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მერე რა, რომ სამასი ათასი ხმის გაყალბების სიცრუეში უნდათ დააჯერონ… სინამდვილეში, ნაცობა არის შავი ლაქა და ნაცების მხარდაჭერა - სირცხვილი. ამიტომ
სწორი სამკლაურები უკეთიათ კოლექტიურ ნაცებს, შავი ლაქა!“, - წერს იგი.
ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
0
0