POSTV-ის იუმორისტული გადაცემას “ნიკოს შოუს” ახალი წევრი ჰყავს. “ნიკოს ბენდის” სოლისტი ანანო სამხარაძე გახდა. როგორც გაირკვა, ბენდის სოლისტი მანუ მურღულია არხიდან წავიდა.
ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან კომენტარი “ნიკოს შოუს” ხელმძღვანელმა და გადაცემის წამყვანმა ნიკო ნანიტაშვილმა გააკეთა.
– “ნიკოს ბენდის” წევრი მანუ მურღულია გუნდიდან წავიდა?
– მისი წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. სამწუხაროა, რომ ის ბენდიდან წავიდა. ყოველ შემთხვევაში არავითარი ჩხუბი, კამათი არ მომხდარა ძალიან მშვიდად წავიდა.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მომღერალს და ტელეწამყვანს ირმა სოხაძეს “პოსტვ"-ზე გადაცემა დაუხურეს. სწორედ მასთან ერთად მიჰყავდა აღნიშნული გადაცემა მანუ მურღულიას.
მანუ მურღულია ფილოლოგ გია მურღულიას შვილიშვილია.
0
0
25 მარტს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
21/03/2025