19/06/2023
12:29
პოლიტიკა
პარტია „ნაცმოძრაობა“, იგივე „ლელო“, გახარია, ვაშაძე, „გირჩი“ და ა.შ. ყველა ეს პარტია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, საწყისი და საერთო მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სინამდვილეში მთელი რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“. მართალია, ხელოვნურად, ფორმალურად არიან დაყოფილი პარტიებად, მაგრამ სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თვითონ პარტია „ნაცმოძრაობა“, იგივე „ლელო“, გახარია, ვაშაძე, „გირჩი“ და ა.შ. ყველა ეს პარტია არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. მათ აქვთ ერთი საფუძველი, საწყისი და საერთო მომავალი. სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. დანარჩენი უკვე მათემატიკის ამბავია, რითაც არაფერი შეიცვლება“,- აღნიშნა კობახიძემ.
0
0