
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს თანამდებობების დატოვებისკენ, ხელისუფლებას კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და კიდევ 2 ქართველ მოსამართლეს აშშ-ში შესვლა აუკრძალეს - სახელმწიფო დეპარტამენტი
„სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საწყის ეტაპზე, გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. კერძოდ, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან; საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენს მიერ დაინიციებული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი ორი მესამედის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით; ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ.
0
0