
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი "ევროპა" არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელოში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ გაცხადებას, რომლის თანახმადაც "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო - ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები"
"გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.
მიზეზი მარტივია - როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი "ევროპა" არ არსებობს." - წერს პაპუაშვილი
0
0