
ზედმეტი მოლოდინების შექმნა პოლიტიკური პროცესისთვის არ არის კარგი. სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას და სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, არის საფრთხე იმისა, რომ საპროტესტო მუხტი შენელდეს.
„ჩვენ გამოცდილება გვკარნახობს, რომ ზედმეტი მოლოდინების შექმნა პოლიტიკური პროცესისთვის არ არის კარგი. სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას და სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში. უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ხალხი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ერთად და ერთად მოქმედებენ. არის საფრთხე იმისა, რომ საპროტესტო მუხტი შენელდეს. ახლა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვკონცენტრირდეთ იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც იმთავითვე გვქონდა და რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
0
0